ზიდანი:,,ფეხბურთელებს გაფრთხილება მივეცი"
ზიზუმ ეიბართან მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...
„აზარისა და ბენზემას კავშირი მართლაც მშვენიერია, ისინი ბურთის გორაობით სიამოვნებას იღებენ.“
„მოხარული ვარ, რომ დავრბუნდით და სეზონი განვაახლეთ.“
„ვიცი, რომ არსებული კრიტიკა იქნებოდა და ახსენებდით, რომ წინახაზელებმა გოლის გატანა ვერ შეძლეს, თუმცა გაიხსენეთ რამოსის მომენტი, აქ ხომ ედენს გატანა შეეძლო.“
„5 ცვლილება გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ფეხბურთელებს დასვენების უფლება მივცეთ. გრაფიკი საკმაოდ მჭიდროა, ამიტომ ცვლილებებს ხშირად იხილავთ და ამაში გასაკვირი არაფერია.“
„ბენზემამ ბევრი იშრომა და გამოჩნდა კიდეც, რომ კარგ ფორმაშია. ფრანგი ძალიან დიდ საქმეს აკეთებს და ყველა თანაგუნდელს ეხმარება.“
„ბეილს შანსი მივეცი და ამით კმაყოფილები ვართ. ჩვენ კიდევ 10 ტური დაგვრჩა და შემდეგ ლიგაზე უნდა გადავერთოთ, შანსს ყველა მიიღებს.“
„ასენსიოსთან დაკავშირებით პრობლემები არ არსებობს. ესპანელი შანსს აუცილებლად მიიღეს. მისი გამოყენების აუცილებლობა „ეიბართან“ მატჩში არ იყო.“
„მატჩის დასრულების შემდეგ გასახდელში შევედი და ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ პირველ ტაიმთან შედარებით მეორე ნახევარი ძალიან ცუდი იყო და ასეთი მოდუნება კარგ შედეგებს მომდევნო ტურებში არ მოგვიტანდა.“
„მენდის მარჯვენა ფლანგზე „ლიონშიც“ უთამაშია, მას აქვს ამ პოზიციაზე ასპარეზობის გამოცდილება, სწორედ ამიტომ შანსი მივეცი.“
„აზარი ძალიან კარგი იყო, თუმცა რაღაც ეტაპზე მისი შეცვლა მომიწია, იგივეს თქმა შემიძლია როდრიგოზეც, ბრაზილიელი ვარჯშებზე შესანიშნავი იყო და სასტარტოში მოხვედრა დაიმსახურა.“
- 15 ივნისი 2020
- 2 561
- 8
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.