ბეილის 250-ე
გარეთ ბეილისთვის „ეიბართან“ დაპირისპირება საიუბილეო გამოდგა.
მატჩის შემდეგ ფლორენტინო პერესმა უელსელ ფეხბურთელს სპეციალური მაისური გადასცა, რომელზეც სწორედ გარეთის მიერ ჩატარებული მატჩების ოდენობა იყო აღბეჭდილი.
უნდა აღინიშნოს, რომ 2013 წლიდან მოყოლებული ბრიტანელმა ფეხბურთელმა 250 დაპირისპირებაში 162-ჯერ გამარჯვება დააფიქსირა, მის ანგარიშზე 105 გატანილი გოლია.
ჩატარებული 250 დაპირისპირებიდან 170 ლა ლიგაზე მოდის, 55 ჩემპიონთა ლიგაზე, 13 სამეფო თასზე, ხოლო დანარჩენი სხვადასხვა ჩემპიონატზე.
- 15 ივნისი 2020
- 618
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.