მე-200 მატჩი და მიახლოვება დელ ბოსკეს გამარჯვებებთან!
მოგეხსენებათ, ზინედინ ზიდანის თაოსნობით მადრიდის „რეალი“ „ეიბართან“ მე-200 დაპირისპირებას გამართავს...
ამ ეტაპზე ჩატარებულ 199 დაპირისპირებაში „რეალმა“ 131 მოიგო, 42 ფრედ დაასრულა და 26 წააგო.
თუ მეორასე მატჩში „ბლანკოსი“ გაიმარჯვებს, ზიზუს აქტივში 132 გამარჯვება ჩაიწერება და ფრანგს მხოლოდ 1 გამარჯვება დასჭირდება იმისათვის, რომ ვისენტე დელ ბოსკეს მაჩვენებელი გაიმეორეს.
ბოსკემ „რეალს“ 246-ჯერ უთავკაცა, საიდანაც 133 მოიგო, 58 ფრედ დაასრულა და 55 წააგო.
ზინედინს სულ რაღაც 2 მატჩის მოგება სჭირდება იმისათვის, რომ ბოსკეს დაეწიოს, ხოლო 3 გამარჯვების შემთხვევაში „ულვაშას“ მაჩვენებელს გააუმჯობესებს.
- 14 ივნისი 2020
- 797
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.