ტაკეფუსას ფიზიკური კონდიციები მომხიბვლელია
მიუხედავად იმისა, რომ ტაკეფუსა კუბო ჯერ პატარა ბიჭია და საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს, მისი ბოლოდროინდელი კონდიცია თვალშისაცემია.
იაპონელი ფეხბურთელის კუნთის მასა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი და ამასთან დაკავშირებით კმაყოფილებას ვერც „რეალის“ ფიზ.მომზადების მწვრთნელი, გრეგორი დიუპონი მალავს, რომელიც „მალიორკას“ სამედიცინო შტაბთან ინტენსიურ კომუნიკაციაშია და ფეხბურთელთან დაკავშირებით ყველა ინფორმაცია აქვს.
ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ტაკეს ფეხის კუნთები გაცილებით გაძლიერებულია და არც ტრავმებისკენაა მიდრეკილი.
სამეფო კლუბში იაპონელ მოთამაშეზე დიდ იმედებს ამყარებენ.
- 12 ივნისი 2020
- 1 213
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.