რაული: "მეშვიდე ევროპის თასი, ყველა მადრიდისტასთვის განსაკუთრებული იყო"
კაპიტანი, ჩემპიონთა ლიგის კვირის წარდგენაში, იეროსა და ფიგუს შეუერთდა.
ვინაიდან და რადგანაც ჩემპიონთა ლიგის ფინალი შაბათს ბერნაბეუზე ჩატარდება, რაულმა მადრიდის რეალი წარადგინა. ის შეუერთდა ყოფილ მადრიდისტებს, ფერნანდო იეროსა (ესპანური FA-ს ტექნიკური დირექტორი) და ფიგუს (UEFA-ს ელჩი ახალგაზრდა ფეხბურთელებში), რომლებმაც რაულთან ერთად მოიგეს მე-9 ევროპის თასი. ჰიერო ოცნებობდა, რომ საუკეთესო გუნდს მოეგო, ფიგუმ კი ვერ დამალა სიმპატიები მილანის ინტერის მიმართ.
რაული:
"მე-7 ევროპის თასის ტიტული იყო დაუვიწყარი, მაგრამ ჩვენ შევძელით კიდევ 2 ტიტულის მოგება."
"ფინალისთვის, სანტიაგო ბერნაბეუზე უფრო კარგი ადგილი არ არსებობს. ვიმედოვნებ, რომ შაბათს კარგ თამაშს ვიხილავთ ."
"მეშვიდე ევროპის თასი, ყველა მადრიდისტასთვის განსაკუთრებული იყო. ჩვენ მოვუგეთ იუვენტუსს, დიდებულ გუნდს. გაუწონასწორებელი სეზონი ჩავატარეთ და პერსპექტივები მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაში გაგვაჩნდა."
წყარო: realmadrid.com
- 19 მაი 2010
- 1 806
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.