რიბერი:„ზიდანი რომ ყოფილიყო, „რეალი“ ამას არ იკადრებდა“
ფრანკ რიბერიმ წლების წინ განვითარებული მოვლენები გაიხსენა, როდესაც მადრიდის „რეალთან“ ახლოს იყო.
„დიახ, ნამდვილად მიმდინარეობდა ინტენსიური მოლაპარაკებები. ჩემი აგენტი „ბლანკოსის“ წარმომადგენლობას შეხვდა და 5 წლიანი კონტრაქტიც შეათანხმა.“
„იმ დროს ყველაზე დიდი სირთულე „ბაიერნი“ ჩანდა, მაგრამ რთული ეტაპების შემდეგ „რეკორდმაისტერთან“ შევთანხმდი, რომ წასვლის უფლება მქონოდა.“
„ამ ყველაფროს ფონზე „რეალი“ გაქრა და ტრანსფერიც არ შედგა, „ბაიერნის“ ქომაგების სიყვარული კი ნამდვილად მომაკლდა.“
„საბედნიეროდ, გერმანიაში დავრჩი და მომდევნო წლები საოცარი იყო, თუმცა დარწმუნებული ვარ, მაშინ რომ მთავარი მწვრთნელი ზიდანი ყოფილიყო, „რეალი“ ამას არ იკადრებდა და შეთანხმება შედგებოდა.“
- 11 ივნისი 2020
- 2 428
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.