„ბლანკოსში“ მზადება გრძელდება
ლა ლიგის განახლებისთვის მზადება ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.
ზინედინ ზიდანმა დღეს კიდევ ერთი სამწვრთნელო სესია გამართა, სადაც კვლავ სრულად იყო დაცული სანიტარული ნორმები და გათვალისწინებული იქნა ყველა რეკომენდაცია, რომელიც ვირუსთან საბრძოლველად არსებობს.
ვარჯიშზე დიდი ყურადღება დაეთმო კარში დარტყმების კომპონენტს, ტაქტიკურ მონახაზებსა და მოკლე სივრცეში ზუსტ თამაშს.
გამომდინარე იქედან, რომ „ეიბართან“ მატჩი ახლოვდება, მთავარმა მწვრთნელმა სხვადასხვა მიმართულება დაამუშავა.
ნაჩო ფერნანდესი და ლუკა იოვიჩი აღდგენით პროცესს აგრძლებენ.
- 10 ივნისი 2020
- 740
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.