„ეიბართან“ მატჩისთვის მზადება გრძელდება
სეზონის განახლებამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი. ზინედინ ზიდანის გუნდი „ეიბართან“ მატჩისთვის მზადებას ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობს.
ტრადიციისამებრ, ზიდანმა ვარჯიში ყველა ნორმის მკაცრი დაცვით ჩაატარა, რომელიც კოვიდ 19-თან ბრძოლისთვის არის შემუშავებული. სესიაზე ფეხბურთელებმა დიდი დრო დაუთმეს ბურთთან კონტაქტსა და ტაქტიკურ მონახაზებს.
 ნაჩო ფერნანდესი და ლუკა იოვიჩი აღდგენით პროცესში არიან. ესპანელს 2-3 კვირა დასჭირდება, ხოლო სერბი დიდი ალბათობით სეზონს ვერ განაახლებს.
 მეკარეები გოლკიპერთა მწვრთნელთან ერთად ირჯებოდნენ, შემდეგ კი გუნდს შეუერთდნენ.
- 9 ივნისი 2020
 - 1 247
 - 13
 

          
