ოქროს ფეხი 2010
რაული სიაშია; გამარჯვებული 11 ოქტომბერს გამოვლინდება.
რაულ გონზალესი 10 კანდიდატიდან ერთ-ერთია, რომელმაც შესაძლოა მიიღოს ოქროს ფეხის ჯილდო. ჯილდო გადაეცემა 29 წელს გადაცილებულ საუკეთესო ფეხბურთელს; ეს მადრისი რეალის კაპიტნისთვის მე-5 ნომინაციაა. ოქროს ფეხი შეიქმნა 2003 წელს, იტალიური სპორტული გაზეთის La Gaceta dello Sport-ის და მსოფლიო ჩემპიონების კლუბის მიერ. ოქროს ფეხის სპონსორია სამთავრო მონაკო.
სხვა ნომინანტები არიან დევიდ ბექჰემი, ჯანლუიჯი ბუფონი, დიდიერ დროგბა, სამუელ ეტოო, სტივენ ჟერარდი, რაიან გიგზი, კარლეს პუიოლი, კლარენს ზეედორფი და ფრანჩესკო ტოტი.
ნომინაციის ყოფილი გამარჯვებულები არიან მარადონა, ეუსებიო, რონალდო, დელ პიერო, პაველ ნედვედი და რობერტო კარლოსი. წლევანდელი გამარჯვებული გამოვლინდება www.goldenfoot.com -ზე ხმების რაოდენობის მიხედვით. ხმების მიცემა 8 ოქტომბერს შეწყდება და გამარჯვებული იმავე თვის 11-ს გამოვლინდება.
- 19 მაი 2010
- 2 507
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.