კიკე სეტიენი:„სწორედ ასე დავტოვებთ „რეალს“ თასის გარეშე“
კიკე სეტიენმა მადრიდის „რეალთან“ კონკურენციაზე ისაუბრა.
„წინ 11 ტურია. მე ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ 11 ფინალი გველის. ყველა თამაში ისე უნდა ჩავატაროთ, როგორც გადამწყვეტი. სწორედ ასე დავტოვებთ „ბლანკოსს“ თასის გარეშე.“
„დიახ, ზუსტად მესმის და ვაცნობიერებ, რამხელა ძალისხმევასთანაა დაკავშირებული 11 ტურში 33 ქულის მოპოვება, თუმცა „ბარსელონას“ ეს შეუძლია.“
- 8 ივნისი 2020
- 2 423
- 15