ვერნერის „ლივერპულში“ ტრანსფერი ჩაშლილია
ლივერპულელები ადასტურებენ, რომ ტიმო ვერნერთან შეთანხმება ვერ შედგა...
არაერთმა ბრიტანულმა გამოცემამ გერმანელი ფორვარდი ლონდონის „ჩელსის“ დაუკავშირა, თუმცა მოლაპარაკებები ოფიციალური მხარე ჯერ-ჯერობით არ დასტურდება.
რამდენიმე გერმანული გამოცემის ცნობით, რადარზე ფლორენტინო პერესი ისევ გამოჩნდა და მადრიდის „რეალი“ კვლავ იჩენს ინტერესს ვერნერის კანდიდატურასთან დაკავშირებით.
ამასთანავე ცნობილი ხდება, რომ „ლაიფციგი“ ტიმოს 60 მილიონ ევროზე ნაკლებად არ გაყიდის, აქედან გამომდინარე, თუ პერესი საბოლოოდ მიიღებს გადაწყვეტილებას, სწორედ აღნიშნული თანხის გადახდა მოუწევს.
- 7 ივნისი 2020
- 953
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.