„რეალმა“ იჯარით გაშვებულ ფეხბურთელებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო!
მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი იჯარით გაშვებულ ფეხბურთელებთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას ამხელს...
ზიზუს სურს, რომ აშრაფ ჰაკიმი მადრიდში დაბრუნდეს. ეს შეთანხმება გარდაუვალია. მეტიც, არსებობს ახალი კონტრაქტი, რომელსაც მაროკოელს „ბლანკოსი“ შესთავაზებს და მოთამაშის „მერენგების“ რიგებში დარჩენას 2025 წლის ზაფხულამდე გაითვლისწინებს.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, დადგა დრო მარტინ ოდეგორი „რეალს“ დაუბრუნდეს. ზიდანი მასში დიდ პოტენციალს ხედავს და გადაწყვიტა შანსი მისცეს.
რაც შეეხება ტაკეფუსა კუბოს და დანი სებალიოსს. იაპონელი კარიერას კვლავ იჯარის წესით, მაგრამ არა „მალიორკაში“, არამედ სხვა გუნდში განაგრძობს, ესპანელი სებალიოსი კი დიდი ალბათობით გაიყიდება. ზიდანი დანიზე გათვლას არ აკეთებს, ფლორენტინო პერესი კი ეცდება, რომ მის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო მიიღოს.
და ბოლოს. ალვარო ოდრიოზოლა. ესპანელი ფეხბურთელი ბუნდესლიგის დაბრუნების შემდეგ ესპანეთის დედაქალაქში დაბრუნდება, მაგრამ ის ზიდანის განკარგულებაში არ დარჩება, ვინაიდან ფრანგმა ლეგენდამ მისი გაშვება გადაწყვიტა.
- 7 ივნისი 2020
- 1 648
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.