დირექტორთა საბჭო მანუელ პელეგრინის მუშაობას შეაფასებს
დღეს "სანტიაგო ბერნაბეუზე" შედგება დირექტორთა საბჭო,სადაც კლუბის 16 მაღალჩინოსანი შეაფასებს მანუელ პელეგრინის მუშაობას.
ადგილობრივი დროით 5 საათზე კი კლუბის პრეზიდენტი და მისი ქვეშევრდომები,შეაფასებენ გუნდის გამოსვლას ევროტურნირებზე და ქვეყნის ჩემპიონატში.ასევე მოსმენილი იქნება სპორტული დირექტორის შეჯამება სეზონის ბოლოს,განხილული იქნება ყველა ფეხბურთელის კონტრაქტი და სამომავლო გეგმები.
ცნობილია რომ,განხილული იქნება ასევე გუნდის დამარცხება"ლიონთან" "სევილიასთან" "მილანთან" და ბოლო ტურში "მალაგასთან" ნათამაშები ფრე,რაც იმაზე მეტყველებს რომ სავარაუდოდ პელეგრინი პოსტს დატოვებს და მის ადგილს ჟოზე მაურინიო დაიკავებს.
თუმცა პრესაში გავრცელებული ინფორმაციით,მაურინიოსთან ერთად,მოიაზრებიან ფაბიო კაპელო და რაფაელ ბენიტესი.ჩილელი სპეციალისტის გაგდების შემთხვევაში კი იგი 4 მილიონ ევროს მიიღებს კომპენსაციის სახით.
- 19 მაი 2010
- 2 135
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.