სუპერ შეთავასზება - 2 ვარსკვლავი და 100 მილიონი მბაპეს სანაცვლოდ!
მადრიდის „რეალი“ „პსჟ“-ს დაყოლიებას ახალი ტაქტიკით ცდილობს.
ფლორენტინო პერესი აპირებს, რომ ფრანგულ კლუბს ორი მოთამაშე და 100 მილიონი ევრო შესთავაზოს კილიან მბაპეს სანაცვლოდ.
პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ალ ჰელაიფს სერხიო რეგილონის დამატება სურს, რომელიც ამ ეტაპზე „სევილიას“ ღირსებას იცავს, თუმცა პერესს მოთამაშის დაბრუნება და პარიზში გაშვება აქვს გადაწყვეტილი.
მეორე მოთამაშე კი გარეთ ბეილია. ფლორენტინოს აზრით, რეგილონი+ბეილი 100 მილიონთან ერთად პარიზული მხარისთვის ძალიან საინტერესო უნდა იყოს, თანაც იმ ფონზე, რომ გარეთი მბაპთი გამოწვეულ დანაკლისს შეტევაში ამოავსებს.
- 5 ივნისი 2020
- 3 172
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.