კროოსი:„მე-12 არასდროს დამავიწყდება“
ტონი კროოსმა დღევანდელი ვარჯიშის შემდეგ „რეალის“ ვებ-გვერდს ინტერვიუ მისცა.
„მე-12 თასი მართლაც დაუვიწყარი იყო. ეს გახლდათ მეორე ფინალი, რომელშიც მოვიგეთ და უბედნიერესები ვიყავით. ის საღამო იმით იყო გამორჩეული, რომ ისტორიაში პირველი პრეცენდენტი დაფიქსირდა ზედიზედ 2-ჯერ ტურნირის მოგებასთან დაკავშირებით.“
„მნიშვნელოვანი ის არის, რომ ახლა ბურთთან ერთად ბევრს ვვარჯიშობთ. დიახ, სახლში ფიზიკურად ვიტვირთებოდით, მაგრამ გუნდური სესიები სულ სხვაა. ახლა კოლექტივი გაცილებით უკეთეს ფორმაშია, ვიდრე თუნდაც 10 დღის წინ.“
„გულშემატკივართა გარეშე ასპარეზობა რა თქმა უნდა არასასიამვონოა, მაგრამ ვერაფერს ვიზამთ. ეს არის პირველი შემთხვევაში, როდესაც „ბლანკოსის“ მაისურით პირველად უნდა ვითამაშო ქომაგების გარეშე.“
- 3 ივნისი 2020
- 1 335
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.