3 წელი მე-12 თასიდან!
დღეს, 3 ივნისს 3 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც მადრიდის „რეალმა“ ჩემპიონთა ლიგის მე-12 თასი მოიგო...
ზიდანის გუნდის მეტოქე ჩემპიონთა ლიგის ფინალში „იუვენტუსი“ გახლდათ. „ბლანკოსმა“ მეტოქე 1-4 გაანადგურა.
 მატჩის მე-20 წუთზე კრიშტიანო რონალდუს გოლს 27-ე წუთზე მარიო მანჯუკიჩმა უპასუხა და ანგარიში გაათანაბრა. მეორე ტაიმში ანგარიში კაზემირომ გაზარდა და „რეალი“ 1-2 გააწინაურა, რასაც შემდეგ რონალდუსა და მარკო ასენსიოს გოლები მოჰყვა. საბოლოო ჯამში მადრიდელებმა ტურინელები 1-4 გაანადგურეს და ოქროს მედლები დაიმსახურეს.
 „ბლანკოსის“ შემადგენლობა ფინალში ასე გამოიყურებოდა: კეილორ ნავასი, კარვახალი, რამოსი, ვარანი, მარსელო, კაზემირო, კროოსი (მორატა 89წთ), ისკო (ასენსიო 82წთ), მოდრიჩი, ბენზემა (ბეილი 77წთ), რონალდუ .
- 3 ივნისი 2020
 - 725
 - 2
 
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

          


