OkDiario - „პსჟ“ ვინისიუს ჟუნიორს არ ივიწყებს
OKdiario-ს ინფორმაციით, ფრანგული „პსჟ“ ვინისიუს ჟუნიორს არ ივიწყებს და მაინც აქვს იმედი, რომ ბრაზილიელი მოთამაშე კარიერას საფრანგეთში განაგრძობს.
ამავე წყაროზე დაყრდნობით, არ არის გამორიცხული, ალ ჰელაიფი მბაპეს ტრანსფერთან დაკავშირებით პოზიციაშეცვლილი ვიხილთ და პარიზული კლუბის მმართველმა ტრანსფერში სწორედ ბრაზილიელი ტალანტის ჩართვა მოითხოვოს.
გარდა პარიზული კლუბისა, ვინის დამატებაზე იურგენ კლოპიც ოცნებობს. მეტიც, მერსისაიდელებმა მოლაპარაკებები დაიწეს და მანე-ვინისიუსის გაცვლის საკითხი წამოჭრეს, თუმცა „ბლანკოსიდან“ მკაცრი უარი მიიღეს.
ზიდანს მანე სურს, მაგრამ მის სანაცვლოდ ბრაზილიელი შემტევის დათმობას არ აპირებს. OkDiario ასევე იუწყება, რომ „პსჟ“ ჟუნიორს გაცილებით უკეთეს პირობებს სთავაზობს, ვიდრე მას ახლა „რეალში“ აქვს.
თუ ვინისიუსი პარიზში გადავა, ის წლიურად ხელფასის სახით 7.5 მილიონ ევროს მიიღებს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება მოთამაშის მადრიდულ სარგოს.
- 3 ივნისი 2020
- 983
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.