„რეალს“ ლუკას ერნანდესის შეძენას არ ურჩევენ
მადრიდის „რეალის“ ერთ-ერთი სატრანსფერო მიზანი ლუკას ერნანდესია. ზიდანი „ბაიერნის“ ფეხბურთელის დამატებაზე ოცნებობს, თუმცა ფრანგ ფეხბურთელს ბევრი კრიტიკოსიც გამოუჩნდა და საკმაოდ არგუმენტირებული პოზიციებიც დაფიქსირდა.
პირველ რიგში უნდა აღინიშნოს 2018 წლის 6 ნოემბრიდან დღემდე ფრანგ ფეხბურთელს ბევრი ტრავმა დაუფიქსირდა და საკმაო დიდი ხნის გამოტოვება მოუწია.
2018 წლის 6 ნოემბერს მიღებული დაზიანების გამო 18 დღე გაუცდა. მალევე, 1 დეკემბერს ლუკასმა ისევ მიიღო დაზიანება და 41 დღე ვერ შეძლო მოედანზე გასვლა.
2019 წლის 9 თებერვალს მოთამაშემ ისევ ტრავმა მიიღო და 47 დღის გაცდენა მოუწია.
2019 წლის 28 მარტს ერნანდესმა უმძიმესი ტრავმა მიიღო და მოედანს 184 დღით ჩამოშორდა.
2019 წლის 22 ოქტომბერს ტეოს ძმამ ისევ ტრავმა მიიღო და 59 დღე იუქმა.
ბოლო ტრავმა კი ლუკასს სულ ცოტა ხნის წინ დაუფიქსირდა და ახლაც აღდგენით პროცესშია.
- 3 ივნისი 2020
- 902
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.