ლა ლიგის მომდევნო სეზონში სტადიონებზე შესაძლოა გულშემატკივრები ვიხილოთ
ესპანური გამოცემების ინფორმაციით, ლა ლიგის მომდევნო სეზონში შესაძლოა მოედნებზე ქომაგები ვიხილოთ.
არსებული ინიციატივა ჯერ-ჯერობით განხილვის ეტაპზეა და მხოლოდ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე იქნება დამოკიდებული.
ლა ლიგის მომდევნო სეზონი სექტემბერში დაიწყებს და არსებობს იდეა, რომლის მიხედვითაც, სტადიონის 30%-ის შევსება შესაძლოა შესაძლებელი გახდეს, სადაც ქომაგები ერთმანეთთან დისტანციის დაცვით იჯდებიან.
ასევე ვრცელდება სიტუაცია, რომ ვითარების უფრო მეტად დასტაბილურების შემთხვევაში წლის ბოლოსთვის დასაშვები ქომაგების რაოდენობის პროცენტული მაჩვენებელი გაორმაგდება კიდეც.
ამ გადაწყვეტილებით გუნდებს საშინაო მატჩების დროს საკმაოდ სოლიდური თანხის მიღების საშუალება მიეცემათ, რათ მათ ეკონომიკურ მდგომარეობას შედარებით დაასტაბილურებს.
- 30 მაი 2020
- 1 836
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.