5 ფეხბურთელი, რომლის „რეალიდან“ წასვლა უკვე გადაწყდა!
მადრიდის „რეალში“ უკვე გადაწყვეტილია, რომ 5 მოთამაშე გუნდს დატოვებს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს სია მზარდია და ზიდანი მალე დაასახელებს იმ მოთამაშეების გვარებს, რომლებიც უკვე დასახელებულებს შეუერთდებიან.
გარეთ ბეილი, ალვარო ოდრიოზოლა, ბრაჰიმ დიასი, მარიანო დიასი და ხამეს როდრიგესი.
100%-ით შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული ფეხბურთელები „ბლანკოსის“ რიგებს აუცილებლად გამოემშვიდობებიან.
გარდა ამ 5 ფეხბურთელისა, „ბლანკოსი“ აპირებს რომ კიდევ შეელიოს რამდენიმე შეგირდს არ არ არის გამორიცხული, ეს ციფრი 12-მდეც გაიზარდოს.
ასევე ცნობილი ხდება, რომ ფლორენტინო პერესს „ხუთეულის“ სანაცვლოდ 150 მილიონი ევროს მიღება სურს.
- 30 მაი 2020
- 2 857
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.