ლუკას ერნანდესმა აგენტს „რეალთან“ მოლაპარაკება სთხოვა
მიუხედავად იმისა, რომ ლუკას ერნანდესის „რეალში“ ტრანსფერს ვერავინ წარმოიდგენდა და ეს უბრალოდ ზინედინ ზიდანის მორიგ სურვილად მოჩანდა, ფრანგმა ფეხბურთელმა განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღო.
Defensacentral - ის ინფორმაციით, ექს მადრიდისტა ტეო ერნანდესის ძმამ, საკუთარ აგენტს „ბლანკოსთან“ მოლაპარაკებების გამართვა დაავალა.
როგორც სჩანს, ლუკასს ზინედინ ზიდანთან მუშაობა სურს და მზად არის, სასურველი წინადადების მიღების შემთხვევაში გერმანიის ბუნდესლიგა დატოვოს და ლა ლიგას შეუერთდეს.
ერნანდესი „ბაიერნმა“ ცოტა ხნის წინ საკმაოდ სოლიდურ თანხად იყიდა. „რეკორდმაისტერმა“ მოთამაშის სანაცვლოდ 80 მილიონი ევრო გაიღო.
არსებული ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე ლუკასის ფასი 56 მილიონ ევროს შეადგენს, თუმცა რამდენად შეელევა გერმანული კლუბი უკანახაზელს ჯერ-ჯერობით უცნობია.
- 30 მაი 2020
- 1 435
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.