მადრიდის „რეალმა“ ძალიან უცნაური გადაწყვეტილება მიიღო!
გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდის „რეალმა“ ძალიან უცნაური გადაწყვეტილება მიიღო, რასაც საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
არაერთი ავტორიტეტული ესპანური გამოცემის განცხადებით, სამეფო კლუბი ფეხბურთელებთან კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციებს აღარ გაავრცელებს, სადაც დადასტურებული იქნება მოთამაშეებთან ახალი კონტრაქტების ვადები და მითუმეტეს დეტალები.
ამ ნაბიჯით „ბლანკოსი“ თავიდან აირიდებს ათასგვარს ჭორს და ვარიანტს, რომელიც მოთამაშეებთან დაკავშირებით ვრცელდება.
მადრიდული გამოცემა - „მარკა“ იუწყება, რომ ფლორენტინო პერესმა კაზემიროსთან ახალ კონტრაქტს უკვე მოაწერა ხელი, რომელიც ბრაზილიელის „მერენგების“ რიგებში დარჩენას 2023 წლის 30 ივნისამდე ითვალისწინებს, მაგრამ ოფიციალურ ვებ-გვერდს აღნიშნული ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
- 27 მაი 2020
- 3 145
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.