MARCA - „რეალმა“ კაზემიროსთან კონტრაქტი 2023 წლამდე გაახანგრძლივა!
ესპანური გამოცემა „მარკა“ იუწყება, რომ მადრიდის „რეალსა“ და კაზემიროს შორის შეთანხმება დოკუმენტალურად დადასტურდა.
ბრაზილიელმა ფეხბურთელმა „მერენგებთან“ ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომელიც მის მადრიდში დარჩენას 2023 წლის 30 ივნისამდე ითვალისწინებს.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული შეთანხება „რეალის“ ოფიციალურ ვებ-გვერდს არ დაუდასტურებია. „მარკა“ ამ ამბავს იმით ხსნის, რომ „ბლანკოსმა“ ამ საკითხთან დაკავშირებით ახალი სამოქმედო პრაქტიკა შეიმუშავა.
- 27 მაი 2020
- 649
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.