ასენსიო:„მე დავბრუნდი და ძალიან ბედნიერი ვარ“
მარკო ასენსიომ „რეალის“ ოფიციალურ გვერდს ინტერვიუ მისცა...
„თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, მუხლზე არანაირი პრობლემა აღარ მაქვს. პირველი კვირა საკმაოდ უჩვეულო იყო, მაგრამ შემდეგ თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიში დავიწყე და სულ სხვა იერსახე მიიღო სესიებმა. დავრბდუნდი და ძალიან ბედნიერი ვარ.“
„ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვუყურებდი ჩემ თანაგუნდელებს, როგორც ვარჯიშობდნენ, მე კი მხოლოდ ფიზიოთერაპიით ვიყავი დაკავებული. ლოდინი ღირდა, რადგან ახლა კარგად ვარ. მოთმინება გამოვიჩინე, რაც თავისთავად მნიშვნელოვანია.“
„სახლში საკმაოდ ბევრს ვმუშაობდით, ახლა კი სეზონის განახლებასთან ვართ ახლოს და ვეცდებით, რომ ლა ლიგა მოვიგოთ, ეს ჩვენი მიზანია. დარწმუნებულები ვართ, ყველა მატჩში დიდი ბრძოლა გველის.“
- 27 მაი 2020
- 1 383
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.