ბოლო 2 წელიწადში ვან დე ბეეკი პოგბაზე ბევრად პროდუქტიულია
არაერთი ავტორიტეტული გამოცემა აქტიურად იუწყება, რომ ზინედინ ზიდანმა ვან დე ბეეკის დამატების გადაწყვეტილება მიიღო. პოლ პოგბას კლასში ეჭვი არავის ეპარება, მაგრამ ციფრებზე დაყრდნობით, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჰოლანდიელი ფეხბურთელი ბოლო 2 წელიწადში ფრანგ ვარსკვლავზე ბევრად პროდუქტიულია...
2018-20 წლებში ვან დე ბეეკმა ამსტერდამული კლუბის მაისური 94-ჯერ მოირგო, მის ანგარიშზე 27 გოლი და 24 საგოლე გადაცემა ფიქსრიდება.
ამავე წლებში პოგბამ მხოლოდ 52-ჯერ შეძლო მოედანზე გასვლა, მის ანგარიშზე 16 გოლი და 13 საგოლე გადაცემა ფიქსირდება.
ჰოლანდიელი ფეხბურთელი ტრავმას ფაქტობრივად არ იღებს, პოგბას კი ყოველ სეზონში მინიმუმ 4 თვე უცდება დაზიანებების გამო, რაც სტატისტიკაზეც კარგად აისახება.
საერთო ჯამში ვან დე ბეეკთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას, რომ პროფესიონალურ დონეზე „აიაქსში“ 2015 წელს გამოჩნდა, როდესაც ძალიან პატარა იყო. საერთო ჯამში, ამსტერდამული კლუბის რიგებში დონის 175 მატჩი, 41 გოლი და 34 საგოლე გადაცემა ფიქსირდება.
- 26 მაი 2020
- 1 132
- 7
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.