„რეალმა“ კვირის მეორე ვარჯიში გამართა
სამეფო კლუბის ფეხბურთელებმა კვირის მეორე ვარჯიში გამართეს...
უნდა აღინიშნოს, რომ ჩემპიონატის განახლებამდე 3 კვირაზე ნაკლები რჩება, აქედან გამომდინარე, გუნდი ინტენსიურ რეჟიმზეა გადასული.
ზიდანმა კოლექტიური ვარჯიში ჩაატარა. ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესების შემდეგ მთავარმა მწვრთნელმა ტაქტიკურ მონახაზებზე გააკეთა აქცენტი.
დიდი ყურადღება მიექცა ბურთის ფლობის კომპონენტს, კარში დარტყმებსა და მოკლე სივრცეში ზუსტ თამაშს.
მეკარეები გოლკიპერთა მწვრთნელთან ერთად განცალკევებული ვარჯიშის შემდეგ გუნდს შეუერთდნენ.
მარიანო დიასი და ლუკა იოვიჩი კვლავ აღდგენით პროცესში არიან. ეს უკანასკნელი დაბრუნებას ვეღარ მოასწრებს, მარიანოს კი მალე ელოდებიან, დღევანდელ სესიაზე ფორვარდმა გარკვეული დოზით დატვირთვა მიიღო.
- 26 მაი 2020
- 619
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.