2 წელი მე-13 თასიდან!
დღეს, 26 მაისს 2 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მადრიდის „რეალმა“ ზინედინ ზიდანთან ერთად ზედიზედ მე-3, ხოლო ისტორიაში მე-13 ჩემპიონთა ლიგა მოიგო...
„ლივერპულთან“ დრამატული ფინალი და განსაკუთრებით გატანილი გოლები არავის დაავიწყდება.
ეს იყო კრიშტიანო რონალდუს ბოლო დაპირისპირება სამეფო კლუბის მაისურით, ეს იყო გარეთ ბეილის დაუვიწყარი გოლები, რომელიც ისტორიას დარჩა და ეს იყო ზედიზედ მესამე თასი, რომელიც ზიდანის „ბლანკოსმა“ მოიპოვა და მსოფლიო გააოცა.
შეხვედრის პირველი გოლი კარიმ ბენზემამ მატჩის 51-ე წუთზე გაიტანა, აქედან 4 წუთში სადიო მანემ წონასწორობა აღადგინა, თუმცა გარეთ ბეილმა 64-ე და 83-ე წუთებზე დუბლი გაიფორმა და გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.
ამ ფინალში დაფიქსირდა სერხიო რამოსისა და მო სალაჰის მომენტიც, რომელმაც საყოველთაო აჟიოტაჟი გამოიწვია.
„რეალის“ შემადგენლობა: კეილორ ნავასი, კარვახალი (ნაჩო 37წთ), ვარანი, რამოსი, მარსელო, ისკო (ბეილი 61წთ), კაზემირო, მოდრიჩი, კროოსი, ბენზემა, (ასენსიო 89წთ), კრიშტიანო რონალდუ
- 26 მაი 2020
- 654
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.