შეთანხმება ვერ შედგა - სერხიო რამოსმა უარი თქვა!
მადრიდის „რეალსა“ და სერხიო რამოსს შორის შეთანხმება ვერ შედგა...
ესპანელ ფეხბურთელს „ბლანკოსთან“ ხელშეკრულების გახანგრძლივება 2 წლით, 2023 წლის 30 ივნისამდე სურს, „რეალი“ გარკვეულწილად დათმობაზე წავიდა და მოთამაშეს 1+1 ფორმატი შესთავაზა. თუ 2021/22 წლების სეზონში კაპიტანი 30-ზე მეტ მატჩს ჩაატარებდა, კონტრაქტი 2023 წლამდე ავტომატურად გახანგრძლივდებოდა, სხვა შემთხვევაში კი მხარეები მოლაპარაკებების მაგიდას მიუსხდებოდნენ და ისე განიხილავდნენ დამატებით ერთ წელს.
სერხიო რამოსისთვის ეს წინადადება მიუღებელია, ესპანელ ლიდერს 2 წლიანი კონტრაქტი სურს და სხვა შეთავაზება მისთვის მისაღები არ არის.
კაპიტანს სურს, რომ 2022/23 წლების სეზონში განახლებულ ბერნაბეუზე ასპარეზობა შეძლოს, ის უარს აცხადებს 1+1 ფორმატზე, რაც სიტუაციას ძალიან ძაბავს და არასასიამოვნოს ხდის.
- 26 მაი 2020
- 4 176
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.