ოფიციალური განცხადება - შეთანხმება მიღწეულია!!!
მადრიდის „რეალის“ ოფიციალური ვებ-გვერდი ოფიციალურ განცხადებას აქვეყნებს, რომელშიც როგორც საფეხბურთო, ასევე საკალათბურთო გუნდების საერთო შეთანხმებას ადასტურებს...
ერთიანი შეთანხმების შედეგად, მადრიდის „რეალის“ საფეხბურთო და საკალათბურთო გუნდების ფეხბურთელებს, კაპიტნებს, მწვრთნელებსა და სხვადასხვა მიმართულების ხელმძღვანელებს მიმდინარე წლის ხელფასი 10%-იდან 20%-მდე შეუმცირდათ. გადაწყვეტილება ერთსულოვნად იქნა მიღებული, რისთვისაც სამეფო კლუბის ხელმძღვანელობა ძალიან დიდ მადლობას უხდის სრულიად შემადგენლობას.
საბჭო მტკიცედ უჭერს მხარს აღნიშნულ გადაწყვეტილებას და დასძენს, რომ ეს არის პასუხისმგებლიანი და სამაგალითო ნაბიჯი საფეხბურთო და საკალათბურთო გუნდების მხრიდან.
ამ თვეებში არსებულმა კრიზისმა გუნდის შემოსავლებს უარყოფითი დაღი დაასვა, რაც პირდაპირ აისახება სამომავლო გეგმების განვითარების შეფერხებასთან და სხვა მნიშვნელოვანი პროექტების შეჩერებასთან, ამ ნაბიჯით კი მნიშვნელოვანი თანხების დაზოგვა და სხვა მიმართულების მიცემა მოხერხდება.
ამასთანავე, მადრიდის „რეალი“ კიდევ ერთხელ უცხადებს სრულ თანადგომას იმ ადამიანებს, რომლებიც Covid19-ის გავრცელების ფარგლებში დაზარალდნენ.
კლუბი ყველა ინფიცირებულ დროულ გამოჯანმრთელებას უცხადებს და დიდ მადლობას უხდის ყველას, ვინც სხვადასხვა გზით კორონავირუსის გავრცელებას უშლის ხელს.
- 25 მაი 2020
- 2 599
- 5