ლუკას ერნანდესის ტრანსფერზე პირადად ზიდანი მუშაობს
გავრცელებული ინფორმაციით, ზინედინ ზიდანს ტეო ერნანდესის ძმის, ლუკას ერნანდესის დამატება სურს და ამ საკითხზე პირადად მუშაობს...
ლუკასი „ბაიერნის“ ღირსებას იცავს. გერმანულმა კლუბმა ცოტა ხნის წინ ერნანდესის სანაცვლოდ საკმაოდ სერიოზული თანხა გადაიხადა და მადრიდში მიაჩნიათ, რომ შეთანხმების მიღწევა ძალიან რთული იქნება.
ასევე აღსანიშნავია, რომ ლუკასის რეალური პოზიცია მარცხენა მცველია, ამ ადგილზე კი მადრიდს მარსელო და მენდი ჰყავს, ასევე „ბლანკოსის“ საკუთრებაში იმყოფება ამჟამად „სევილიაში“ განათხოვრებული სერხიო რეგილონი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რთულად წარმოსადგენია, ზიდანმა ფლორენტინო პერესი ამ ტრანსფერზე და დიდი თანხის გადახდაზე დაიყოლიოს.
მადრიდულ ინტერესთან დაკავშირებით თავად ფეხბურთელს არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია.
- 25 მაი 2020
- 1 216
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.