იგუაინი:„ამ განცხადებას ცხოვრებაში პირველად ვაკეთებ“

გონსალო იგუაინმა ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი გაიხსენა.

„ამ განცხადებას ცხოვრებაში პირველ ვაკეთებ. „რეალიდან“ წასვლის გარემოებებზე ნამდვილად არასდროს მისაუბრია.“

„2013 წელს სამეფო კლუბი არნახული პროგრესის წინ იდგა, „ნაპოლი“ კი ნამდვილად არ ფლობდა იმ ავტორიტეტს, რომელსაც თუნდაც ახლა ფლობს, თუმცა წინსვლა შეინიშნებოდა.“

„მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელების 90% იმ ეტაპზე სერია „ა“-ში გადასვლას არ დათანხმდებოდა, მაგრამ ეს მძიმე გადაწყვეტილება მივიღე, ვინაიდან მსურდა, რომ საკუთარი შესაძლებლობები გამომევლინა და ბევრისთვის დამემტკიცებინა, რა შემეძლო.“

„არ ვამბობ, რომ „ბლანკოსში“ არ მაფასებდნენ, თუმცა შემი შესაძლებლობების ადეკვატური აღქმა ნამდვილად არ არსებობდა.“

„იტალიაში გატარებული პირველი კვირები არც ისე მარტივი იყო, მაგრამ ადაპტაცია მაინც მალე გავიარე, ბევრი გოლი გავიტანე და საკუთარ თავს კიდევ ერთხელ დავუმტკიცე, რომ კარგი ფორვარდი ვიყავი.“

„ახლა უკვე 32 წლის ვარ და საკმაოდ დიდ გამოცდილებას ვფლობ. ვითამაშე, როგორც ესპანურ, ასევე ინგლისურ და იტალიურ გრანდებში, თუმცა ჩემს ანგარიშზე ყველაზე მეტი ჩატარებული მატჩი და გატანილი გოლი სამეფო კლუბს უკავშირდება, აქედან გამომდინარე, „ბლანკოსი“ ყოველთვის იქნება განსაკუთრებული კლუბი, რომელშიც დიდი ეპოქა შევქმენი და მრავალი წლის მანძილზე ვიბრძოლე წარმატებისთვის.“

  • Ramos
  • 25 მაი 2020
  • 3 097
  • 6

1

25 მაი 2020 13:38

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ყოველთვის ბენზემაზე გამტანი ტიპი იყო, მაგრამ ხანდახან ისეთ გადამწყვეტ მომენტში მაზავდა რომ მაინც სწორი იყო კარიმზე არჩევანის შეჩერება.

ლა ლიგაში ბევრს ყრიდა ძაან თან ყოველთვის

2

25 მაი 2020 14:38

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ერთ-ერთი მიზეზი რატომაც ვერ დავდეთ ლიგა მაურინიოს ეპოქაში, შენ და ბენზემა იყავით.
ტოპ კლასის ფორვარდი რომ გვყოლოდა ორმაგად ძლიერი იქნებოდა იმდროინდელი შეტევა.

3

25 მაი 2020 14:53

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
იმ დღის დედა ვატირე შენ რო გაგიშვეს და მნძრევლზემა რო დატოვეს
მოუს ამის დატოვება და მძღნერზემას გაგდება უნდოდა მარა პერესმა და ზიზუმ ატაკა უარი
გამტანი იყო აბა რაიყო,მაზავდა მაგრამ გაქონდა კიდეც და რასაც ქვია საჯარიმოს 9 იანი იყო

4

25 მაი 2020 15:56

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 778
სად ერეკლე და სად ჩემი ..ო არის ამისდა ბენზემას შედარება ბენზემა ამას 100 თავით ჯობია თუნდაც გუნდურობაში და გუნდისთვის ბევრად უკეთესი ფეხბურთელია ვიდრე ეს

5

25 მაი 2020 15:59

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 117
იგუაინის და ბენზემას ფეხბურთელობა არ გაიშვა.ისე,უგუაინი ბევრად ჯობია მძორ ბენზემას.

6

26 მაი 2020 11:43

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
მე მგონი სწორი იყო ამის გაშვება არავინ დაობს იმაზე რო ბენზემა ან კოჭლია ან კიდე ორივე თვალში მინუსი აქ ისე ურტყამს მაგრამ რონალდუს რო იგუაინი ყოლოდა მაშინ და არა ბენზემა მაგდენ გოლს ვერ გაიტანდა იმიტო რო ბენზემა უნთავისუფლებდა ხოლმე ადგილს რონალდუ გამოვარდებოდა ურტყავდა იტანდა და იგუაინმა არაერთხელ შეუშალა რონალდუს ხელი გოლის გატანაში აქაც და იუვეშიც

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)