ფლორენტინო პერესმა უპამეკანოს „რეალში“ ტრანსფერი დაბლოკა!
მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა, ზინედინ ზიდანის ერთ-ერთი სატრანსფერო სურვილი დაბლოკა.
ესპანელმა სპეციალისტმა ზიზუს უთხრა, რომ დაიოტ უპამეკანოს არ დაიმატებს და მასში 40 მილიონი ევროს გადახდა სწორი არ იქნება.
როგორც სჩანს, ამ ეტაპზე „ბლანკოსი“ გათვლას კვლავ რამოსი-ვარანის დუეტზე გააკეთებს და ეცდება, რომ ედერ მილიტაოს მეტი სათამაშო დრო მისცეს განვითარებისთვის.
ამასთანავე, თუ ბრაზილიელი ვერ გაამართლებს, პერესს სხვა გეგმები აქვს, რომელიც პირველ რიგში მატის დე ლიხტს უკავშირდება.
თუ „რეალსა“ და „ლაიფციგს“ შორის შეთანხმება შედგება, ეს არ შეეხება უპამეკანოს და საქმე ტიმო ვერნერის ტრანსფერთან გვექნება.
- 24 მაი 2020
- 2 221
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.