ვერნერი ბრწყინავს, „რეალს“ გააქტიურებისკენ მოუწოდებენ
გერმანული გამოცემები აქტიურად იუწყებიან, რომ ტიმო ვერნერის დღეები ბუნდესლიგაში დათვლილია.
„ლაიფციგის“ ფორვარდი ბრწყინავს, მან მიმდინარე უქმეებზე ჰეთ-თრიკის შესრულებაც შეძლო.
გერმანელმა ღიად დააფიქსირა, რომ „ლივერპულში“ თამაში სურს, თუმცა კორონავირუსის გამო შექმნილი ეკონომიკური კრიზისის გამო იურგენ კლოპის ხელმძღვანელებმა ტრანსფერი შესაძლოა ვერ გაჩარხონ.
სწორედ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „რეალს“ ვერნერის შეძენის შანსი მიეცა და ფლორენტინო პერესს სერიოზული გააქტიურებისკენ მოუწოდებენ.
- 24 მაი 2020
- 1 213
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.