მორატი: "ჟოზე არ წახვიდე"
მაურინიო ძალიან ახლოს არის მადრიდის რეალში გადაბარგებასთან და ეს უკვე ყველასათვის ცნობილი ფაქტია, ამაზე წერენ როგორც ესპანური ასევე იტალიური და სხვა ევროპული გამომცემლობები. ინტერის პრეზიდენტი მასიმო მორატი კი ცდილობს შეინარჩუნოს პორტუგალიელი მწვრთნელი.
ესპანური გამომცემლობა მარკას თუ დავუჯერებთ უკვე არსებობს სიტყვიერი შეთანხმება მაურინიოს და მადრიდის რეალს შორის და მომავალ სეზონში პორტუგალიელი "თეთრებს" გაწვრთნის.
თუ დავუჯერებთ ჰუგო სერეზოს, რამდენიმე დღის წინ მორატი შეხვდა მოურინიოს და ისაუბრა მასთან. ლაპარაკისას მან პორტუგალიელს სთხოვა: "ჟოზე არ წახვიდე." რაზეც ინტერის მთავარმა მწვრთნელმა უპასუხა: "ეს არ არის დაკავშირებული ფულთან, ეს ცხოვრებისეული მოვლენაა."
მარტივად რომ ვთქვათ ბერნაბეუ ახალ მწვრთნელს ელოდება და სავარაუდოდ სამეფო კლუბის თავკაცი ჟოზე მოურინიო იქნება.
- 18 მაი 2010
- 2 170
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.