UEFA-ს აღმასრულებელი კომიტეტის შეხვედრა შედგა, გადაწყვეტილებები ცნობილია!
„უეფას“ აღმასრულებელი კომიტეტის მორიგი ვიდეოკონფერენცია დასრულებულია...
ევროპის მმართველომა ორგანომ შეაფასა სხვადასხვა სამუშაო ჯგუფის მუშაობა ჩემპიონატების განახლებასთან, ანაც შეწყვეტასთან დაკავშირებით და გარკვეული რეკომენდაციები გასცა. ასევე ცნობილი გახდა, რომ ევროტურნირების განახლებამდე შიდა ჩემპიონატების განახლება აუცილებლად უნდა მოეწყოს. ამასთან ერთად, მომდევნო სეზონის ევროსარბიელზე მომხვედრი გუნდების დასაკმაყოფილებელი კრიტერიუმები უნდა ემყარებოდეს სამართლიან, სწორ და გამჭვირვალე დამსახურებებს.
„უეფა“ მოუწოდებს საფეხბურთო ასოციაციებს, შეისწავლონ ყველა ის გზა, რომელიც უსაფრთხოების მაქსიმალური დაცვით ჩემპიონატების განახლებამდე მიგვიყვანს. ამასთანავე „უეფა“ ხაზს უსვამს, რომ ფეხბურთელების, ქომაგების და ყველა ადამიანის ჯანმრთელობა უპირველესია და თუ რისკები იარსებებს, ყველაფერმა მეორე პლანზე უნდა გადაიწიოს.
იდეალური სცენარი იქნება, თუკი არსებული პანდემია სხვადასხვა ქვეყანას საშუალებას მისცემს ჩემპიონატები ბოლომდე მიიყვანონ, ამ შემთხვევაში გუნდები ევროსაგზურებს მიღწეული შედეგების მიხედვით მიიღებენ, სხვა შემთხვევაში, შესამუშავებელი იქნება სპეციალური სისტემა, რომლის მიხედვითაც, ქვეყნებმა უნდა იხელმძღვანელონ.
ამასთანავე, „უეფა“ აღიარებს და გაგებით ეკიდება იმ მოსაზრებას, რომ ასოციაციებს ან ლიგებს არ ჰქონდეთ საშუალება ჩემპიონატის გაგრძელებასთან დაკავშირებით და შეაჩერონ შეჯიბრებები.
აღმასრულებელი კომიტეტის შემდეგი შეხვედრა, რომელიც 27 მაისს იყო ჩანიშნული, 17 ივნისს შედგება.
- 21 მაი 2020
- 2 535
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.