ზიდანი:„ხომ არ დაგავიწყდათ რა ვთქვი 3 თვის წინ?“
ზინედინ ზიდანმა „რეალის“ ოფიციალურ გვერდთან ისაუბრა...
„ეს კვირა გაცილებით კარგი და ეფექტური გამოდის, ვიდრე წინა, ვინაიდან გუნდი ჯგუფებად დაიყო და რამდენიმე მოთამაშეს ერთად ვარჯიში შეუძლია.“
„ჩვენ გაგვიმართლა, რადგან საკუთარ საქმეს დავუბრუნდით. ვარჯიში კარგია, თუმცა ყველაზე კარგი და სიამოვნების მომტანი თამაში გახლავთ. პოზიტიურად ვართ განწყობილები და გვჯერა, რომ სეზონი მალე განახლდება.“
„წინ 11 მნიშვნელოვანი ტურია, სადაც მაქსიმალური შედეგები უნდა ვაჩვენოთ და საბოლოო ჯამში ტიტული მოვიგოთ.“
„ხომ არ დაგავიწყდათ, რა ვთქვი 3 თვის წინ? ჩვენ გამარჯვებულის დნმ გვაქვს და აუცილებლად ვეცდებით თასის აღმართვას.“
„ფეხბურთელები დაბრუნებით ბედნიერები არიან. სახლში ყოფნის პირობებში ისინი ბევრს ვარჯიშობენ, რაც პირდაპირ აისახა მათ ფორმაზე. ყველა ფეხბურთელს ეტყობოდა, რომ მოდუნებული არ იყო და კარგად ირჯებოდა. ახლა შეგირდები ბედნიერები არიან და სიამოვნებას იღებენ საკუთარი საქმის კეთებით. ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ, როგორც ფიზიკურ კონდიციებზე, ასევე ბურთთან ერთად მომზადებაზე.“
- 20 მაი 2020
- 3 538
- 11
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.