„პსჟ“ „რეალის“ მეტოქე ხდება
ერლინგ ჰოლანდისთვის ბრძოლაში „პსჟ“ „რეალის“ მეტოქე ხდება...
როგორც სჩანს, ნორვეგიელი ფეხბურთელის დამატება ალ ჰელაიფსაც სურს და პარიზული კლუბი აპირებს, რომ წინახაზელს მიმზიდველი კონტრაქტი შესთავაზოს.
მადრიდელთა გეგმის მიხედვით, ჰოლანდმა და მბაპემ 2021 წლის ზაფხულში „რეალის“ მაისური უნდა მოირგონ. „პსჟ“ ჰოლანდისა და კილიანის თანაგუნდელობას მიესალმება, მაგრამ არა „ბლანკოსში“, არამედ „პარისენჟერმენში“.
„მარკას“ინფორმაციით, ფრანგები სერიოზულ გააქტიურებას გეგმავენ და სჯერათ, რომ ერლინგის დაყოლიება შესაძლებელია.
- 20 მაი 2020
- 1 039
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.