კაპელო:„რონალდო ჩემი ფორმაციის „რეალში“ მხოლოდ პრობლემებს ქმნიდა“
ფაბიო კაპელომ მადრიდის „რეალში“ არსებულ მდგომარეობასა და „კიჭას“ წასვლის მიზეზებზე ისაუბრა.
„როდესაც „ბლანკოსის“ მწვრთნელი ვიყავი, რონალდოს გაშვების გამო ბევრმა გამაკრიტიკა. ნაზარიოს კლასში ეჭვი არასდროს არავის შეუტანია, მაგრამ ის პროგრესირების მაგივრად მხოლოდ სექსით და ალკოჰოლით კავდებოდა.“
„ერთხელ ვან ნისტელროიმ დამიდასტურა კიდეც, რომ გასახდელში სასმლის სუნი იდგა.“
„ჩავთვალე, რომ ბრაზილიელის წასვლის დრო იყო და ამაში რონალდოც დამეთანხმა, ამით ბევრი პრობლემა ავირიდეთ.“
- 19 მაი 2020
- 2 009
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.