მბაპემ გადაწყვეტილება მიიღო და „პსჟ“-ს ამცნო!
ესპანური გამოცემები იუწყებიან, რომ „პსჟ“-ს ახალ შეთავაზებას კილიან მბაპემ პასუხი გასცა...
კილიანმა დრო ითხოვა, ეს დრო კი 1 წლიანია. მბაპეს სურს, რომ მოსაფიქრებლად დრო 2021 წლის ზაფხულამდე მიეცეს.
მბაპემ პარიზელებს 1 წლით კვლავ უარი უთხრა. „ას“ იტყობინება, რომ 2021 წელს „რეალიც“ გააქტიურდება და მსოფლიო ჩემპიონის მიზანიც სწორედ ეს არის.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, მბაპემ „პსჟ“-ს ხელმძღვანელობას უთხრა, რომ ამ ზაფხულს არსად გადავა, 2021 წელს კი საბოლოო პასუხს იტყვის, დაჩქარება კი სწორი არ იქნება.
ამ ნაბიჯით კილიანი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მას მადრიდში თამაში სურს.
- 16 მაი 2020
- 3 032
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.