ვინისიუსი:„თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიში ძალიან სასიამოვნოა“
ვინისიუს ჟუნიორმა „რეალის“ ოფიციალურ გვერდს ინტერვიუ მისცა და მიმდინარე მოვლენები მიმოიხილა.
„ასეთ სტილში ვარჯიში არც ისე მარტივია, მაგრამ ვალდებულები ვართ, ყველა რეკომენდაცია გავითვალისწინოთ.“
„ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ტრავმა მოვიშუშე და ახლა ვბრუნდები. ჯერ ფიზიკურ კონდიციებს ვიუმჯობესებთ, შემდეგ ბურთთან გვაქვს კავშირი. ეს არის უჩვეულო დაბრუნება რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ.“
„თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიში ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ეს წამები უნდა გამოვიყენოთ და ვისიამოვნოთ ჩვენი საქმის კეთებით.“
- 15 მაი 2020
- 1 006
- 2