კარვახალი:„ჩვენ მზად ვართ გამოწვევის მისაღებად“
დანიელ კარვახალმა „რეალის“ ოფიციალურ გვერდს ინტერვიუ მისცა.
„პირველი დღე საკმაოდ რთული იყო. ბურთთან ურთიერთობაც კი გვიჭირდა. საკმაოდ მკაცრი პროტოკოლი გვაქვს, ყველა მოთამაშე ცდილობს, გაითვალისწინოს არსებული რეკომენდაციები და თავის საქმე ისე აკეთოს.“
„ფაქტი ისაა, რომ ჩვენ დავბრუნდით და ერთმანეთის ნახვა ნამდვილად პოზიტიური იყო.“
„18 წელი გავიდა ეპიკური ფინალიდან, სადაც ზიდანმა და რაულმა გაიბრწყინებს, იკერ კასილიასის „სეივები“ კი ისტორიას დარჩა. ვფიქრობ, ის მატჩი მადრიდისტების მეხსიერებაში სამუდამოდ ჩაიბეჭდა.“
„გერმანიის ბუნდესლიგა იწყება. მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება მაგალითი სხვა ქვეყნებისთვის. მსურს, რომ ყველაფერი კარგად წარიმართოს და სხვადასხვა ქვეყნის ჩემპიონატს განახლების საფრთხე არ დაემუქროს.“
- 15 მაი 2020
- 981
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.