ბექჰემი:„მადრიდში გატარებული წლები ჩემთვის ყველაზე ბედნიერი იყო“
დევიდ ბექჰემმა ემილიო ბუტრაგენიოსთან ერთად ვიდეოკონფერენციაზე ისაუბრა.
„წლები, რომელიც „რეალში“ გავატარე დაუვიწყარი და ყველაზე ბედნიერი იყო. განსაკუთრებულად მახსენდება ის სეზონი, როდესაც ლა ლიგა მოვიგეთ. პირველიდან ბოლო ტურის ჩათვლით ძალიან მძიმე მატჩების ჩატარება მოგვიხდა, ხანდახან ჩემპიონის შანსიც მცირდებოდა, მაგრამ არ დავნებდით და საბოლოო ჯამში საწადელს მივაღწიეთ, ეს მართლაც საოცრება იყო.“
„როდესაც პატარა ვიყავი ვოცნებობდი ვარსკვლავობას. ვთვლი, რომ ძალიან ბევრს მივაღწიე და ევროპის ბევრ გრანდთან ერთად სხვადასხვა ჩემპიონატი მოვიგე. მშობლები ყოველთვის მეუბნებოდნენ, რომ ხალხთან კომუნიკაცია მქონოდა, ავტოგრაფზე უარს არასდროს ვამბობდი.“
„კარგად მახსენდება ფეხზე წამომდგარი ბერნაბეუ, რომელიც ოვაციებით მავსებდა, ეს კადრები სამუდამოდ ჩაიბეჭდა მეხსიერებაში.“
„ასევე დაუვიწყარი იყო ზიდანის ბოლო მატჩი ჩვენთან ერთად და ვარჯიშის დასასრული, როდესაც ის ყველას დაგვემშვიდობა.“
- 15 მაი 2020
- 1 205
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.