ხოსე სანჩესი:„„რეალს“ ფული სჭირდება, მადრიდი 14 ფეხბურთელს გაყიდის“
ესპანელი მიმომხილველი, ხოსე სანჩესი აცხადებს, რომ ზაფხულში მადრიდის „რეალიდან“ ძალიან ბევრი ფეხბურთელი წავა.
„ახალი ფეხბურთელების დამატება აუცილებელია, მაგრამ ფლორენტინო პერესს შემოსავალი სჭირდება. არ დაგავიწყდეთ, რომ შარშან „ბლანკოსმა“ ტრანსფერებზე საკმაოდ ბევრი დახარჯა და შემოსავლის სახით დახარჯული თანხის 60%-იც კი ვერ მიიღო. ახლა ბალანსის აღდგენაა საჭირო, ამის პარალელურად კი ფინანსური რესურსის მოძიება.“
„„ბლანკოსის“ ბალანსზე ბევრი ისეთი ფეხბურთელი ირიცხება, რომლის საჭიროებაც აღარ არსებობს. დარწმუნებული ვარ, „მერენგები“ იჯარით გაშვებულ ბევრ ფეხბურთელს კლუბში დაბრუნების საშუალებას აღარ მისცემენ და პირდაპირ გაყიდიან. არსებობს 14 ფეხბურთელიანი სია, რომელთა გაყიდვაც იგეგმება, მათ შორის ბეილი, ხამესი, სებალიოსი და ბევრი პოპულარული მოთამაშეა.“
- 15 მაი 2020
- 1 788
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.