ზიდანი:„ჩემ ცხოვრებაში ასეთი რამ არასდროს მომხდარა“
ზინედინ ზიდანმა 15 მაისის ფინალი გაიხსენა.
„მატჩი, რომელიც გლაზგოში შედგა დაუვიწყარია. ჩემ ცხოვრებაში ასეთი რამ არასდროს მომხდარა. დარწმუნებული ვარ, სიცოცხლის ბოლო წუთამდე მემახსოვრება მომენტი, როდესაც გოლი გავიტანე და გუნდი წინ გავიყვანე. უყოყმანოდ შემიძლია ვთქვა, რომ არც ფეხბურთელის და არც მწვრთნელის რანგში მსგავსი წუთები აღარ მქონია, ეს იყო საოცრება, რომელიც ისტორიას დარჩა.“
„ვამაყობ, რომ ახლა „რეალის“ მწვრთნელი ვარ და ჩემპიონთა ლიგის თასი 3-ჯერ მაქვს მოგებული, თუმცა ამაზე გაჩერებას არ ვაპირებ და ეჭვი არ მეპარება, კიდევ ბევრ წარმატებას მივაღწევ ჩემ კლუბთან ერთად.“
- 15 მაი 2020
- 1 728
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.