18 წელი ლეგენდარული ფინალიდან!
დღეს, 15 მაისს 18 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „რეალმა“ „ლევერკუზენი“ დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის მე-9 თასს დაეუფლა. „ლეგენდარული ფინალი“-სწორედ ასე უწოდეს იმ მატჩს, რომელიც ემოციებით იყო დატვირთული, ზინედინ ზიდანის გოლმა კი მსოფლიო გააჩუმა.
მატჩის მე-9 წუთზე რაულ გონსალესის მიერ გატანილ გოლს, 5 წუთში ლუსიმ უპასუხა და ანგარიში გაათანაბრა. დაძაბულომა პიკს აღწევდა და გერმანულ მხარეს რამდენიმე კარგი მომენტიც შეექმნა, თუმცა მადრიდისტებს გამარჯვების იმედი ერთი წამითაც არ დაუკარგავთ.
მსოფლიო კი ნახევარი წუთით მაშინ დადუმდა, როდესაც 44-ე წუთი მოვიდა და რობერტო კარლოსის ჩაწოდებას ზინედინ ზიდანის არაამქვეყნიური გოლი მოჰყვა.
აღნიშნული გოლი France Football-მა სულ ცოტა ხნის წინ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საუკეთესოდ აღიარა. საბოლოო ჯამში „რეალმა“ 2-1 მოიგო და გლაზგოში, ჰამპდენ პარკზე შეკრებილი პუბლიკა გააბედნიერება, მატჩის არბიტრი ლეგენდარული ურს მეიერი იყო, „ბლანკოსის“ შემადგენლობა კი ასე გამოიყურებოდა - ცეზარ სანჩესი (კასილიასი 68წთ). სალგადო, იერო, ელგერა, კარლოსი, ზიდანი, ფიგუ, (მაკმანამანი 61წთ), მაკელელე, (ფლავიო 71წთ), სოლარი, რაული, მორიენტესი.
- 15 მაი 2020
- 737
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.