5 რეალური ტრანსფერი, რომელსაც „რეალი“ ზაფხულში განახორციელებს
ესპანურმა გამოცემებმა დაასახელთ 5 რეალური ტრანსფერი, რომლის განხორციელებაც „ბლანკოსს“ ზაფხულში შეეძლება. აღსანიშნავია, რომ კილიან მბაპესთან დაკავშირებით პესიმისტური განწყობებია.
დონი ვან დე ბეეკი
ჰოლანდიელი ფეხბურთელის დამატება 45-იდან 55 მილიონ ევრომდე თანხის გადახდის შემთხვევაში არის შესაძლებელი. „აიაქსის“ ნახევარმცველი „რეალს“ ელოდება, თუ ფლორენტინო პერესი ამსტერდამელებს სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე არ მიმართავს, დონი „იუნაიტედისგან“ აიღებს გეზს, მისით მანჩესტერელებიც დიდი ხანია ინტერესდებიან. ესპანეთში თვლიან, რომ ვან დე ბეეკის შეძენა „რეალს“ შეუძლია.
ერლინგ ჰოლანდი
ნორვეგიელი ფეხბურთელი „დორტმუნდის“ ღირსებას სულ რამდენიმე თვეა იცავს, მაგრამ მისი გამოსასყიდი თნხა 75 მილიონი ევროა. თუ ფლორენტინო პერესი „დორტმუნდს“ შეუთანხმდება და აღნიშნულ თანხას გადაიხდის, ახალგაზრდა ფორვარდი მადრიდელთა რიგებს შეუერთდება. მისი ტრანსფერი დიდ სირთულეებს წესით არ უნდა დაუკავშირდეს.
ედუარდო კამავინგა
ახალგაზრდა ფრანგი ნახევარმცველის მადრიდში გადასვლა ფაქტობრივად გადაწყვეტილია. კამავინგა ზიდანის სიმპატიაა, ზიზუმ თავად სთხოვა „ბლანკოსის“ პრეზიდენტს, რომ „ახალი კაზემირო“ გადაიბიროს. „რენი“ ჩემპიონთა ლიგაზეც მოხვდა და მაქსიმალურად ეცდება სიტუაციის შენარჩუნებას, მაგრამ კამავინგას „ბლანკოსში“ სურს.
ტიმო ვერნერი
გერმანელმა ფეხბურთელებმა სხვა კლუბებს „ლივერპული“ არჩია, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ „მერსისაიდელების“ ფინანსური კრისიზი კიდევ უფრო ღრმავდება, ამიტომ არ არის გამორიცხული, კლოპმა ვერცერთი მოთამაშის დამატება ვერ შეძლოს. ამ შემთხვევაში მადრიდის „რეალს“ დიდი შანსი მიეცემა ფორვარდის ყიდვის, ვინაიდან ტიმოს „ლაიფციგიდან“ აბარგება გადაწყვეტილია.
უპამენაკო
დაიოტ უპამეკანოს ზინედინ ზიდანი სერხიო რამოსის პოტენციურ შემცვლელად მოიაზრებს. ტრანსფერის ალბათობა საკმაოდ მაღალია, თუმცა სადაო საკითხს ფასი წარმოადგენს, „ლაიფციგს“ მის სანაცვლოდ 45 მილიონის მიღება სურს, „რეალი“ კი დაახლოებით 35 მილიონზე აცხადებს თანხმობას. ამ ტრანსფერთან დაკავშირებითაც შანსები საკმაოდ რეალურია.
- 14 მაი 2020
- 2 675
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.