„ატლეტიკო“ „რეალის“ 2 ფეხბურთელში 70 მილიონ ევროს იხდის
ესპანური გამოცემების ინფორმაციით, ფლორენტინო პერესსა და ენრიკე სერეზოს შორის შესაძლოა შეთანხმება შედგეს, რომელიც 70 მილიონიანი იქნება....
საქმე ეხება ხამეს როდრიგესსა და ბრაჰიმ დიასს. ჩოლო სიმეონეს ორივე მოთამაშის დამატება სურს და თვლის, რომ თუ ტრანსფერები შედგა „როხიბლანკოს“ შეტევითი პოტენციალი მნიშვნელოვნად გაიზრდება.
ხამესის ფასი დაახლოებით 50 მილიონი ევროა. ყოველ შემთხვევაში „ბლანკოსს“ უშუალო კონკურენტისგან სწორედ ამ თანხის მიღება სურს, ბრაჰიმ დიასი კი 20-25 მილიონად არის შეფასებული.
ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, შეთანხმების შანსი ნამდვილად მაღალია.
- 13 მაი 2020
- 2 022
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.