ზიდანი რამოსთან კონტრაქტის დროულად გახანგრძლივებას ითხოვს
სამეფო კლუბის მთავარი მწვრთნელი, გუნდის კაპიტანს მხარს უჭერს.
საქმე ახალ კონტრაქტს ეხება, რომელზე შეთანხმაც ვერა და ვერ მოხდა. სადავო საკითხი კონტრაქტის ხანგრძლივობაა. „ბლანკოსი“ სერხიოს ხელშეკრულების გახანგრძლივებას 2022 წლის 30 ივნისამდე სთავაზობს, ესპანელს კი გუნდში დარჩენა 2023 წლის 30 ივნისამდე სურს.
გამომდინარე იქედან, რომ „ბლანკოსი“ შედარებით ასაკიან ფეხბურთელებს 1 წელზე დიდი ხნით კონტრაქტს არ უხანგრძლივებს, პერესს არც ახლა სურს ტრადიციის დარღვევა, მაგრამ როდესაც საქმე სერხიო რამოსს ეხება, კომპრომისი აუცილებელია.
ესპანურ გამოცემებზე დაყრდნობით, ამ საკითხზე პრეზიდენტ პერესს ზიდანმაც მიმართა და სთხოვა, რომ რამოსთან დაკავშირებით კითხვები რაც შეიძლება მალე მოიხსნას, ვინაიდან ის გუნდს სჭირდება, თავად მოთამაშეს კი სიმშვიდე და სტაბილურობის განცდა.
ზიზუს აზრით, შეთანხმების ვერმიღწევის შემთხვევაში გუნდში პრობლემები შეიქმნება, რაც ახლა ნამდვილად არ შედის მადრიდელთა გეგმებში.
- 13 მაი 2020
- 1 258
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.