მადრიდში თვლიან, რომ მბაპე „ლივერპულს“ „რეალზე“ ზეწოლისთვის იყენებს
„რეალი“ სტრატეგიას არ ცვლის. ფაქტია, რომ ფლორენტინო პერესს ზაფხულში კილიან მბაპეს შეძენა ძალიან გაუჭირდება და გეგმის განხორციელება 2021 წლისთვის აქვს გადადებული.
აღნიშნულის ფონზე, ალ ჰელაიფი ყველაფერს აკეთებს, რომ კილიანთან ახალ კონტრაქტს მოაწეროს ხელი და მოთამაშე საფრანგეთში 2026 წლამდე დატოვოს.
ჯერ-ჯერობით მბაპე სიმშვიდეს ინარჩუნებს, მაგრამ რამდენ ხანს გაუძლებს ამ ზეწოლას არავინ იცის, ვინაიდან სასწორზე ბევრი რამ დევს.
თავის მხრივ, კილიანთან დაკავშირებით „ლივერპულზეც“ ძალიან ბევრი იწერება, მადრიდში კი მიაჩნიათ, რომ მბაპე მერსისაიდულ კლუბს ზეწოლის ბერკეტად იყენებს, რათა „რეალი“ უფრო დააჩქაროს და ტრანსფერი ამ ზაფხულსვე მოხდეს.
მბაპეს „პსჟ“-ში დარჩენა არ სურს, რასაც ისიც მოწმონს, რომ თუნდაც გასული 9 თვის განმავლობაში ფეხბურთელმა პარიზელებს ახალ კონტრაქტზე 2-ჯერ უთხრა უარი.
- 13 მაი 2020
- 1 098
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.