„რეალი“ ხამესში 50 მილიონს ითხოვს
მადრიდის „რეალი“ მზად არის, ხამეს როდრიგესი „ატლეტიკოში“ გაუშვას, თუ ენრიკე სერეზო 50 მილიონ ევროს გადაიხდის...
მიუხედავად იმისა, რომ ამ ნაბიჯით „ბლანკოსის“ უშუალო კონკურენტი გაძლიერდება და დიეგო სიმეონეს ოცნება ახდება, ფლორენტინო პერესი თვლის, რომ 50 მილიონი ევროს მიღების შემთხვევაში კოლუმბიელ ნახევარმცველს უნდა შეელიოს.
ზაფხულში „როხიბლანკოს“ რამდენიმე ფეხბურთელის გაშვება აქვს დაგეგმილი, რომელთა ჩანაცვლებაც სათანადოდ უნდა მოხდეს.
ხამესზე პრეტენზიას ჩოლო ჯერ კიდევ 1 წლით წინ აცხადებდა, მაგრამ საბოლოო ჯამში როდრიგესი „ბლანკოსის“ რიგებში დარჩა, რაც აბსოლუტურად ტყუილად მოხდა. ზიდანი ნახევარმცველს არ ენდო და მუდმივად სათადარიგოთა სკამზე ჰყავს გამწესებული.
- 12 მაი 2020
- 1 162
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.